ირაკლი კობახიძე – არ ვიცი, საბჭოთა კავშირშიც, რაღაც პერიოდის მერე მგონი ასეთი სამარცხვინო განცხადებებს არ კადრულობდნენ


ავტორი
Front News საქართველო
როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ევროპელი, ან როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ამერიკელი, როცა თვალში ნაცარს აყრი შენი ქვეყნის მოსახლეობას და 5-დღიან ძალადობას, ომის ნამდვილს იმიტაციას უწოდებ მშვიდობიან მიტინგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი live”-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მარტივად ცდილობენ ყველაფერი შემოატრიალონ სარკისებურად, რასაც არ ყიდულობს საქართველოს მოსახლეობა.
“მესიჯი აქვთ ასეთი დალაგებული, ამას აკეთებს, მათ შორის, ბრიუსელის ბიუროკრატია, ჩინოვნიკები ბრიუსელიდან, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადა პოლიციამ. სინამდვილეში რა ხდება, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რამდენად “მშვიდობიანი“ იყო ეს მიტინგები. 5 დღის განმავლობაში, თვითონ ამბობდნენ, ეს არის მშვიდობაო? მათ შორის, ე.წ. ჟურნალისტები, ანუ იმ მასშტაბის ძალადობა იყო, რომ მშვიდობა დაირღვა ქვეყანაშიო თვითონ ამბობდნენ. სხვათა შორის, პირველი 5 დღე ვერავინ ვერ იკადრა იმის თქმა, რომ მშვიდობიანი იყო ეს მიტინგები, ვგულისხმობ ჩინოვნიკებს და როგორც კი გავიდა ერთი კვირა, ესეც კი იკადრეს, ეს ხომ სამარცხვინოა. როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ევროპელი, ან როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ამერიკელი, როცა თვალში ნაცარს აყრი შენი ქვეყნის მოსახლეობას და 5-დღიან ძალადობას, ომის ნამდვილს იმიტაციას უწოდებ მშვიდობიან მიტინგს. როგორ შეიძლება ასეთი სირცხვილი მიჰყიდო საქართველოს მოსახლეობას. სიბნელე ხომ არ არის, ჩვენს ქვეყანაში, არის გამოცდილი და განათლებული ხალხი, ვინც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ გეუბნებიან, რომ ეს იყო მშვიდობიანი მიტინგი და მშვიდობიანი მომიტინგეები და ამათზე იძალადა სახელმწიფომ. კონსტიტუციურ სამართალში არის ღრმად დამკვიდრებული ასეთი კონცეფცია, რომ სახელმწიფოს აქვს მონოპოლია ძალის გამოყენებაზე, ანუ ერთადერთი, ვისაც შეუძლია სახელმწიფოში ლეგიტიმურად ძალა გამოიყენოს, ეს არის სახელმწიფო. აქ ხდებოდა რა, ძალას იყენებდა მოძალადე მოქალაქე პოლიციელის წინააღმდეგ და შენ გეუბნებიან, რომ ამან პასუხიც არ უნდა დააბრუნოს. ყველაფერს აყირავებენ პირიქით, მონოპოლია ძალის გამოყენებაზე აქვს პოლიციელს, მის წინააღმდეგ ძალადობდნენ და პოლიციას არც უნდა ეპასუხა. ეს არის უმარტივესი, სამარცხვინო სპეკულაციები, რაც დევს უბრალოდ ხელის გულზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან აკნინებს ევროპელი ჩინოვნიკების იმიჯს ჩვენს ქვეყანაში და ქართული საზოგადოების თვალში. უბრალოდ სამარცხვინოა ეს ყველაფერი. არ ვიცი, საბჭოთა კავშირშიც, რაღაც პერიოდის მერე მგონი ასეთი სამარცხვინო განცხადებებს არ კადრულობდნენ. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ასეთი სამარცხვინო ტყუილი დასავლური სივრციდან, ძალიან მძიმედ აისახება დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციაზე

ირაკლი კობახიძე – გახარიას სჩვევია ტყუილების ლაპარაკი, ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, საკუთარ თავს არ უნდა აკადროს ასეთი სამარცხვინო ტყუილი

ირაკლი კობახიძე – დავაზუსტებ, კრიმინალებში არახამია არ მომიხსენებია, მე არ ვიცი მისი კრიმინალური წარსულის შესახებ