ირაკლი კობახიძე - არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები

ავტორი
Front News საქართველო
არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გრიგოლ გეგელიას განცხადებას ალეკო ელისაშვილის შესახებ.
მისი თქმით, ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
"არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები. ექსტრემიზმიდან ტერორიზმის გამართლებაზე გადავიდნენ და ეს აჩვენებს მათ სახეს. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




