
ავტორი
Front News საქართველო
ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ არახამიას ერთადერთი სურვილი აქვს, რაც პოდოლიაკის და სხვებს პირით გახმოვანდა – რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ქართველ ხალხს თავისი დამოკიდებულება აქვს არახამიასა და ომის საკითხის მიმართ.
“უნდა შეთანხმდნენ ერთმანეთთან არახამია და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ქართველი ხალხი, თუ სურთ რომ მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოში. არახამია ვერ არწმუნებს ქართველ ხალხს, რომ საქართველო უნდა გახდეს მეორე ფრონტი. შეუძლია გააგრძელოს ძალისხმევა ამ მიმართულებით, მაგრამ არა მგონია, არახამიამ ქართველი ხალხი ამაში დაარწმუნოს. მე მგონია, რომ ხალხს არ უნდა საქართველო იქცეს მეორე ფრონტად“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს