Logo

ირაკლი კობახიძე - არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე

პოლიტიკა
179
Frontnews image description

არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა „ბი-ბი-სიმ“, რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად.

"|როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. შესაბამისად, რაც მოიტყუეს „ბი-ბი-სისთან“, იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან, შესაბამისად, უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ.

„ბი-ბი-სი“ ეყრდნობა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც უკვე ყველაფრის მაჩვენებელია და ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას, ნივთიერება კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით. არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება. შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა „ბი-ბი-სიმ“, რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად. თუმცა, სამწუხაროდ, აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები