
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ამ კუთხით პარტნიორობის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.
ირაკლი კობახიძემ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს