ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
“ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ პროექტებსა და მზარდ საექსპორტო პოტენციალზე.
ხაზი გაესვა თბილისის მშრალი პორტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება და აღინიშნა მისი როლი შუა დერეფნის განვითარებაში. საუბარი ასევე შეეხო უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, რომლის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განხორციელდება.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, რომლის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სექტორში ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს