ირაკლი კობახიძე - არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და გადასცა სახელმწიფოს, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას

ავტორი
Front News საქართველო
არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც "ციცინათელას" მიმდებარედ ახალი დინო პარკის გახსნას შეეხებოდა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ამგვარი ქმედებებით ოპოზიცია საზოგადოების თვალში დისკრედიტაციის გარდა ვერაფერს აღწევს.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა. თქვენ იცით, რომ არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, თუმცა საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ ამით ისინი ვერაფერს აღწევენ გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




