ირაკლი კობახიძე - არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად


ავტორი
Front News საქართველო
არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას.
მისივე განცხადებით, შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ რევაზ სოხაძეს გადავუხადო მადლობა იმ საქმიანობისთვის, რომელიც იქნა დღემდე გაწეული, იმისათვის, რომ გამოსწორდეს პრობლემური პროექტები და ასევე იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას. შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას და აღვნიშნო, რომ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად. მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის შესაბამისად, თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მანკიერების, ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ მოგვმართონ კითხვებით და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მომავალშიც ასე გამჭვირვალედ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


