ირაკლი კობახიძე - არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს


ავტორი
Front News საქართველო
გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება. ყველა ამ ლიდერთან ვსაუბრობდით ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობასა და პერსპექტივებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კოპენჰაგენში განუცხადა.
მისივე თქმით, არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადაიხედოს ურთიერთობები და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ.
"დავასრულეთ ვიზიტი. საინტერესო ფორმატია, გვქონდა ორმხრივი შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა უშუალოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან. ასევე, მქონდა გამოსვლა პანელური დისკუსიის ფორმატში, სადაც ეკონომიკურ და დაკავშირებადობის საკითხებზე ვისაუბრეთ. გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება. ყველა ამ ლიდერთან ვსაუბრობდით ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობასა და პერსპექტივებზე. საინტერესოა, რომ არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ, რაც ძალიან კარგი იმპულსების მომცემია. დანარჩენი დაველოდოთ. ჩვენ გამოვთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, საჯარო, ღია, გამჭვირვალე დისკუსიებისთვის. ეს არის უპირობოდ აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
ურთიერთობების გადატვირთვა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ჩვენ წამოვწიეთ, თუმცა მათი მხრიდანაც იყო ინიციატივები ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი დახურული კომუნიკაციაა და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. კარგია, რომ ჩვენ დადებითი იმპულსები ვიხილეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დანარჩენი დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება ჯანსაღი დისკუსიის გარეშე. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ გავხსნათ, კიდევ ერთხელ, ჯანსაღი დისკუსია ევროკავშირის სტრუქტურებთან ყველა თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს