
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, როდესაც პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიული სისტემის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურა და როდესაც არსებობს სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს.
“სააკაშვილის რეჟიმი არ არის ქართული სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებაზე და რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რაც ყველას თავიდან ბოლომდე უნდა ჰქონდეს გააზრებული. რაც შეეხება არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურა, როდესაც არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს. ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პოლიტიკური პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში და ამასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შეფასებები ისმის იგივე ევროკავშირის მხრიდან. ეს არის დემოკრატიული პროცესი, როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, როდესაც პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიული სისტემის წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს