
ავტორი
Front News საქართველო
აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არ არსებული ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ ასეთი სახელით, გვარით, პროფესიით, საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამის ერთადერთი მიზანია, საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
"ესეც, თავისთავად, ძალიან საინტერესოა. აქაც არის პირდაპირი საბოტაჟი, მათ შორის სოციალური მედია გამოიყენება ძალიან აქტიურად ამისათვის. ერთ-ერთი ქვეყნის პლატფორმიდან ხდება, მათ შორის ამ კოორდინაციის უზრუნველყოფა და ამას ხვდება აქ ადგილობრივი აგენტურა, რომელიც ამაგრებს ამ კამპანიას. აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ ასეთი სახელით, გვარით, პროფესიით, საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის, ნებისმიერი ტურისტისთვის. ეს არის ის, რაც ძალიან ღიად უნდა ითქვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ტურისტისთვის იყოს შექმნილი სათანადო გარემო. ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს გამოძიებამ.
"რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი. ეს უნდა იცოდეს ყველამ ძალიან კარგად. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის დაწყება, გამოძიების დაწყება და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავს სამართალი და ეს აუცილებლად ასე იქნება, იმიტომ რომ დღეს არის სახელმწიფო ძლიერი როგორც არასდროს. შესაბამისად ჩვენ დავუპირისპირდებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დაპირისპირების ყველა მცდელობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს