ირაკლი კობახიძე – არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს და ამას აკეთებდა, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდების ჩამორთმევა არის არასერიოზულობა და საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს.
“ამაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გაკეთდეს არ ვიცი. არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება. თუმცა, აქ არასერიოზულობაც არ არის მთავარი პრობლემა, მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს და ამას აკეთებდა, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი. თავად უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია ელჩი საქართველოდან 2 საბაბით, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით და ეს იყო სანქციებთან არ მიერთება. ამ ყველაფრის ფონზე, ეს არასერიოზულობა საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს