
ავტორი
Front News საქართველო
სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად, სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ასევე ეს არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
“სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ეს ასევე არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს