Logo

ირაკლი კობახიძე  - არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი

პოლიტიკა
160
Frontnews image description

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ აპრობირებული მეთოდებით.

"ამ მუშაობის მიზანია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება, თუმცა ყველას მინდა დავპირდე, რომ როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წარუმატებელი წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement