Logo

ირაკლი კობახიძე - არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი

პოლიტიკა
33
Frontnews image description

არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას, შესაბამისად, ბინის ყიდვასთან ვერავითარი ფორმით ვერ იქნება დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, ბინის შეძენის შემთხვევაში უცხოელი იღებს მხოლოდ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას 6-დან 12 თვემდე ვადით.

"შესაბამისად, ბინის ყიდვასთან ვერავითარი ფორმით ვერ იქნება დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. იმისთვის, რომ ადამიანი დარჩეს საცხოვრებლად საქართველოში ხანგრძლივი ან თუნდაც საშუალო ვადით, მას სჭირდება კონკრეტული სხვა პირობების დაკმაყოფილება, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობენ შესაბამისი უწყებები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ბინადრობის ნებართვა, რომელიც სასწავლო დანიშნულებით გაიცემა და ა.შ. ბინასთან არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული ადამიანის საცხოვრებლად დარჩენა საქართველოში. ამას ადგენს საქართველოს კანონმდებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement