Logo

ირაკლი კობახიძე - არავითარ შემთხვევაში პრობლემას არ შეუქმნის განათლების რეფორმა გაცვლით პროგრამებს, პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება

პოლიტიკა
216
Frontnews image description

არავითარ შემთხვევაში პრობლემას არ შეუქმნის განათლების რეფორმა გაცვლით პროგრამებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, პირიქით, როდესაც დაიხვეწება უმაღლესი განათლების სისტემა, ეს მისცემს სტუდენტებს უკეთეს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.

"აქედან გამომდინარე, ამ რეფორმას, პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე და სტუდენტების ჩართულობაზე ამ პროგრამებში“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები