Logo

ირაკლი კობახიძე - არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს

პოლიტიკა
303
Frontnews image description

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე.

"ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში. მათ შორის, არის კონკრეტული ჩანაწერები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე და იმ მდგომარეობის გამოხატულება, რაც არის დღეს შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. აქედან გამომდინარე, არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. რაც შეეხება ქალბატონ ლიზა იასკოს, მას აქვს სუბიექტური ინტერესი და გასაგებია მისი აქტიურობის მიზეზი“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement