ირაკლი კობახიძე – არავითარი დიპლომატიური სკანდალი არ არსებობს

ავტორი
Front News საქართველო
რა დიპლომატიური სკანდალი?! არავითარი დიპლომატიური სკანდალი არ არსებობს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ცრუ ინფორმაციებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ავრცელებენ.
“რა დიპლომატიური სკანდალი?! სად არის დიპლომატიური სკანდალი?! არავითარი დიპლომატიური სკანდალი. ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ დასმულიყო კითხვები, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც ტელევიზიებს აწვდის ამ ინფორმაციას და შემდეგ ვინც ამას აქვეყნებს. ესენი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან“,- აღნიშნავს კობახიძე.
მისი თქმით, საუბარი წინასაარჩბვნო გარემოსთან დაკავშირებით გაიმართა.
“საუბარი შეეხო მთლიანად წინასაარჩევნო ვითარებას. ეს არის სტანდარტული შეხვედრა, რომელიც იმართება ყოველი არჩევნების წინ. თავიდანვე გვითხრეს და ეს უთხრეს ყველა პარტიის წარმომადგენელს, რომ შეხვედრის დეტალებზე საუბარი გარეთ არ იქნებოდა”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


