
ავტორი
Front News საქართველო
არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება, ვინმეს თუ უნდა გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე.
“არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება. თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე, მათ შორის სამართალდამცველი უწყებები დგანან მოწოდების სიმაღლეზე, ეს დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის ამ ბოლო თვეების განმავლობაში. შესაბამისად, ვერავინ შექმნის ვერავითარ კრიზისს, თუ ვინმეს უნდა გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, შესაბამისად თუ ვინმეს ასეთი აზრები აქვს, ვურჩევ ყველას, რომ ასეთ აზრები გვერდზე გადადოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს