
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთგვარად იძულებული, რომ ეღიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც ის კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად აღიარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებული სარჩელის განხილვას ეხებოდა.
მისი თქმით, არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ სარჩელს, გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივი თვალსაზრისით უარყოფითად ვერ შეფასდება.
“ამ ყველაფერში ძალიან კარგი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. ასეთი შეცდომები არ უნდა ეპარებოდეს პოლიტიკოსს, თუმცა ერთი, რომ მას შეცდომები ხშირად მოსდის და მეორე – ის არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთგვარად იძულებული, რომ ეღიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოდ ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც ის აღიარა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად. ეს არის ყველაზე საინტერესო ამ საქმეში. დანარჩენი, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, რა თქმა უნდა, არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ სარჩელს, გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა უბრალოდ ვერ შეფასდება უარყოფითად სამართლებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავითარი პერსპექტივა სამართლებრივი კუთხით ამ სარჩელს ვერ ექნება. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს