Logo

ირაკლი კობახიძე – არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება, ხელოვნურადაა შექმნილი აჟიოტაჟი

პოლიტიკა
836
Frontnews image description

არავითარი აუცილებლობა არ გვაქვს, რომ გადავხედოთ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით არსებულ რეჟიმს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

“რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედებს კონკრეტული რეჟიმი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შემოიღო. არანაირი რისკები დღეს არ ჩანს. ამიტომ არავითარი აუცილებლობა, რომ გადავხედოთ ამ რეჟიმს, ჩვენ არ გვაქვს. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, რომელიც უკავშირდება ომის პროპაგანდას და რიტორიკას, რაშიც რადიკალურ ოპოზიციას არ შევყვებით. 

 

არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება. რისკები არ დასტურდება. პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული იმაში, რომ თუ რაიმე რისკები არსებობს, ამის პრევენცია მოხდეს. ამას აკონტროლებენ შესაბამისი უწყებები. მარტშიც წარმოაჩინეს სიტუაცია ისე, თითქოს ქვეყანა დაიქცა, თუმცა გავიდა ნახევარი წელიწადი და არაფერი მომხდარა. ასევე ხელოვნურადაა შექმნილი დღევანდელი აჟიოტაჟიც“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები