
ავტორი
Front News საქართველო
ზოგადად, არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“გახსოვთ, რომ საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთოდა წინა საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის გახსოვთ პარალელური ხმის დათვლის გაყალბება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის. ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს, როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა. ჩარევის რისკები თუ სადმე იქნება, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით ინფორმაციას. ეს არის ჩვენს ინტერესებში“, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის დაზვერვა სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში რუსეთის ჩარევას გამოწვევად მიიჩნევს. 100 ქვეყანას მიაწოდეს უკვე ინფორმაცია თეთრი სახლიდან, მათ შორის შესაძლებელია, საქართველოც იყოს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს