
ავტორი
Front News საქართველო
“არიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან და, რა თქმა უნდა, ისინი მოქმედებენ ხმაშეწყობილად’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის’’ გადაცემა ,,იმედი LIVE’’-ში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თითოეული ნაბიჯით ,,ქართული ოცნება’’ ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და შესაბამისად, მათთვის მიუღებელია პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგის გაზიარება.
“ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ მიჩვეული ვართ ამ წლების განმავლობაში და სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა გრძელდება. თითოეული ჩვენი ნაბიჯით, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვმოქმედებთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ურყევია ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენი პოზიციები. ამის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად გვიწევს პასუხის გაცემა, რაღაც პროვოკაციებზე. ჩვენ არ გვინდა ამ რეჟიმში დარჩენა, ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ვიღაცების მიმართ რეაქციის რეჟიმში. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ჩვენს დღის წესრიგზე. აქედან გამომდინარე, ასეთ პროვოკაციებს ვერ ავყვებით’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს