ირაკლი კობახიძე - არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია მერობის კანდიდატად ორმა პარტიამ ერთად

ავტორი
Front News საქართველო
არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია მერობის კანდიდატად ორმა პარტიამ ერთად, ესენი არ არიან პარტიები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები, შესაბამისად, მათ არ აქვთ საზოგადოებაში არავითარი მხარდაჭერა.
"ესენი არ არიან პარტიები. ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური დაჯგუფებები, პარტიებიც კი არ არიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით სტრუქტურებიც კი არ აქვთ, აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ის, რომ მერობის კანდიდატი ერთი კაციც ვერ შეარჩიეს. არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია ორმა პარტიამ ერთად. ესენი არ არიან პარტიები. ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები, შესაბამისად, მათ არ აქვთ საზოგადოებაში არავითარი მხარდაჭერა და ამის გამოხატულებაა ის, რომ 28 შემთხვევაში ორმა პარტიამ ერთად ერთი კანდიდატიც კი ვერ იპოვა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


