ირაკლი კობახიძე - არის კონკრეტული ერთობლიობა ევროპარლამენტარებისა, რომლებიც არიან უცხოური აგენტები, რასაც დაავალებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმას ასრულებენ


ავტორი
Front News საქართველო
არის კონკრეტული ერთობლიობა ევროპარლამენტარებისა, რომლებიც არიან უცხოური აგენტები, რასაც დაავალებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმას ასრულებენ უპირობოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტარების პოზიციას შეეხებოდა.
მისი თქმით, ცნობილია იმ ევროპარლამენტარების სახელები და გვარები, რომლებიც ევროპარლამენტში ავითარებენ სცენარს საქართველოზე და აკეთებენ ხოლმე ისეთ განცხადებებს, როგორსაც ისმენს ქართული საზოგადოება.
"კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ევროპარლამენტის მიერ ოფიციალურად დანიშნული პირი საქართველოს საკითხებზე მომხსენებლად არის ქალბატონი იუკნევიჩიენე და ის პირდაპირ ოპერატიულ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას. შეგიძლიათ, ამოიღოთ წუთობრივად, როდის, რა განცხადებებს აკეთებდა და როგორ უჭერდა მხარს გულმხურვალედ, მათ შორის, დამხობის აქციას. ასეთი ადამიანია დანიშნული ევროპარლამენტის ოფიციალურ მომხსენებლად საქართველოს საკითხებზე. ყველაფერი ნათელია ხომ, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, ამას ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. მათ შორის, ამის წინააღმდეგაც გამოვიდა 1 მლნ 100 ათასზე მეტი ამომრჩეველი, ხმა აიმაღლა, სწორედ, ასეთი სამარცხვინო ქმედებების მიმართ, როდესაც 1 მლნ 100 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა 4 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს