ირაკლი კობახიძე - არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება

ავტორი
Front News საქართველო
არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150 კაციანი აქციები, ერთი ხელწერაა, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივისა, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა
"ეს არის უცხოელი აგენტების აქცია ჩვეულებრივი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნები, შეგნებულად არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყანას, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები. ერთი ხელწერაა, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას. საქართველოშიც იგივეა. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ვინც იკრიბება, 100%-ით ყველა აგენტია, მაგრამ ეს პროცესები თავისი არსით არის წარმართული უცხოური ძალების მიერ, უცხოელი აგენტების დახმარებით და ისინი ცდილობენ შექმნან რაღაც ილუზია, სინამდვილეში, არავითარი პროტესტი არ არსებობს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


