ირაკლი კობახიძე – არის მცდელობა, რომ საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში

ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, არის მცდელობა, რომ საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში და საქართველოს ხელისუფლება არის ამ მოსაზრების წინააღმდეგი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, საქართველო სამხედრო კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს.
“ჩვენ ხალხი უნდა დავიცვათ და არ უნდა ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა, პატარა რეფერენდუმი ჩავატაროთ და მოვუწოდოთ ხალხს, შეიკრიბონ დავუშვათ, პარლამენტის წინ, თუ ვინმე არის იმის მომხრე, რომ ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში. შესაძლოა, ეს ასეა საჭირო, არ ვიცი. თუ ვინმე არის იმის მომხრე, რომ დღეს ხელისუფლებამ ჩართოს საქართველო სამხედრო კონფლიქტში, შეგვიძლია ეს კითხვა დავსვათ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო სამხედრო კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




