ირაკლი კობახიძე - არის მცდელობა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის წინ წამოწევით ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში


ავტორი
Front News საქართველო
არჩევნებში პირდაპირი ჩარევის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, აქაც არის მცდელობა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის წინ წამოწევით ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, ესეც ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე, რაც განსაკუთრებით დასანანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების წინ ყოველ ჯერზე არის სხვადასხვა სახის მცდელობები, რათა დააზიანონ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შანსები.
"ეს ყველაფერი დაიწყო 2020 წელს, როდესაც ევროკავშირი აპირებდა დაახლოებით 70 მილიონი ევროს სესხის გაჩერებას ქვეყნისთვის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე. მაშინ დავასწარით და ჩვენ ვთქვით უარი ამ სესხზე, აღარ გვჭირდებოდა არაფერში ეს სესხი, მაგრამ ეს იყო პირდაპირ გათვლილი საარჩევნო შედეგზე, უნდა დაეზიანებინა ჩვენი საარჩევნო შანსები და ამ სულისკვეთებით გრძელდება მოქმედება. ასევე გვახსოვს, იგივე წინა არჩევნებზე, ბატონი ელჩი პირდაპირ გამოვიდა და მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ არჩევნების დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ და შესაბამისად, ოპოზიციის სასარგებლოდ. ასეთი პირდაპირი ჩარევის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, აქაც არის მცდელობა, რომ ამ საკითხის წინ წამოწევით ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, ესეც ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე და რაც განსაკუთრებით დასანანია, ამით ხდება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის დისკრედიტება, არამედ მთლიანად ევროკავშირის დისკრედიტებაც, რაც მართლაც დასანანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს