ირაკლი კობახიძე – არსებითად, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს. ქვეყანა იზრდება ეკონომიკურად და ბევრი სხვა მიმართულებითაც. ჩვენ ურყევად მივყვებით ქვეყნის განვითარების გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, PhoenixTV-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, არსებითად, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
“ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას. ასე რომ, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია თუ არა, კიდევ 4 წელი დაიცადოს ქვეყანამ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ევროკავშირზე.
“ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის ჩვენს ინტერესებში. მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მიდგომას აირჩევს ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს