ირაკლი კობახიძე – არსებობენ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმით უწყობდნენ ხელს ომს და ასე დაიწყო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ


ავტორი
Front News საქართველო
2022 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ არსებობს არაფორმალური ძალები, რომლებიც სარგებლობენ უზარმაზარი გავლენით, თუნდაც ოფიციალურ ინსტიტუტებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური ომის პარტია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაზე დიდი გავლენით სარგებლობდა.
“2022 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ არსებობენ არაფორმალური ძალები, რომლებიც სარგებლობენ უზარმაზარი გავლენით, თუნდაც ოფიციალურ ინსტიტუტებზე. ევროკავშირში და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაზე ისინი დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ბოლოს და ბოლოს, არსებობენ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმით უწყობდნენ ხელს ომს და ასე დაიწყო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ასე, რომ წარმოიქმნა უზარმაზარი კონფლიქტი და, რა თქმა უნდა, მთელი დასავლეთი იყო ჩართული ამ კონფლიქტში, აწვდიდა უკრაინას შესაბამის სამხედრო მასალებს და ა.შ. ასე, რომ არავინ ზრუნავდა რეალურად უკრაინაში ომის დასრულებაზე ან უკრაინაში ამ ომის არდაშვებაზე, რაც, რა თქმა უნდა, ბევრ შეშფოთებას იწვევს. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო თავიდანვე, რომ ეს ომი არ მომხდარიყო, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ დანგრეულ ქვეყანას, მეგობარ ქვეყანას და ძალიან ვღელავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანები პირდაპირ აგიტაციას და კამპანიას აწარმოებენ იმის წინააღმდეგ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ

ირაკლი კობახიძე – არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლიდერები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან, ყველა ქმედება, სამწუხარო,დ დაკავშირებულია ერთი და იგივე მცდელობასთან – საქართველო ჩათრეულ იქნას ომში

ირაკლი კობახიძე გულწრფელ ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს