Logo

ირაკლი კობახიძე – არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, “სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური

პოლიტიკა
973
Frontnews image description

არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო სასახლის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე, რაზეც მან აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

“არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური. აქაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არის შეუძლებელი“, – აღნიშნა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები