
ავტორი
Front News საქართველო
არსებობს რესურსი, რომ რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მოხდება საქართველოს განადგურების ხარჯზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“არსებობს კონკრეტული ინტერესი მეორე ფრონტის გახსნის, რათა რუსეთს დაუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა და ბუნებრივია, ამას გამოიწვევს. ჩვენ გვყავს 25 000 კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს 100-მდე ტანკი, მოიერიშე ორი თვითმფრინავი და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს რესურსი, რომ ჩვენ დავუმძიმოთ რუსეთს ვითარება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მოხდება საქართველოს განადგურების ხარჯზე.
ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინტერესი, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ. ამიტომ ბოლომდე გავყვებით ამ ინტერესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, “დღევანდელი მოცემულობით ომში უპირატესობა რუსულ მხარეს აქვს”.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს