
ავტორი
Front News საქართველო
ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ფიქრი პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების მიმართვაზე ახალ ინფრასტრუქტურაში.
"რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. ჩვენ გვაქვს ასეთი ზოგადი გეგმა. როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება არსებულ შენობა-ნაგებობებს, ძალიან მარტივად უნდა გავმიჯნოთ კონკრეტული შენობები, რომლებიც არის დაკავშირებული კონკრეტული უნივერსიტეტების იდენტობასთან, სხვა შენობებისგან. არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული. რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების მიმართვაზე ახალ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ზოგადი მიდგომა, დანარჩენი გზადაგზა შეგვიძლია უფრო დეტალურად გაგიზიაროთ ინფორმაცია, მათ შორის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს