ირაკლი კობახიძე – ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს, რომელიც საჯაროდაც გახდა ცნობილი, ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.
“ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება, თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ელჩთან. კომუნიკაციის პრობლემები ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს და ეს გზავნილი საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა