Logo

ირაკლი კობახიძე - ასე სამარცხვინო გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება, მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა

პოლიტიკა
336
Frontnews image description

მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გახარია თუ მართალია, მის ინტერესში უნდა შედიოდეს კითხვებზე პასუხის გაცემა.

"მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, თუმცა მგონია, რომ თუ მართალია, სწორედ მის ინტერესებში უნდა იყოს  კომისიაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა. როდესაც მე ვიცი, რომ წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან, ეს ღიმილის მომგვრელია, ასე სამარცხვინო გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.

რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს, ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმე, ეს არის სამართალდამცველი უწყებების საქმე. ჩემთვის სურათი არის დღესავით ნათელი, ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები