Logo

ირაკლი კობახიძე – ასეთი ადამიანები არიან ანტიევროკავშირი, შესაბამისად, ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ევროკავშირზე ისაუბრონ

პოლიტიკა
322
Frontnews image description

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას Facebook-პოსტს ეხმიანება. 

 

მისი თქმით, ეს იყო კიდევ ერთი წამოცდენა გვარამიას მხრიდან, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმას, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

 

“მე შეგახსენებთ ვინ არის გვარამია: ის იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში, ჩართული იყო ტელეკომპანია „იმედის“ ყაჩაღურად მიტაცებაში, შემდეგ ყაჩაღურად მიტაცებულ „რუსთავი 2“-ს მართავდა. ასეთი ადამიანები არიან ანტიევროკავშირი, შესაბამისად, ამ ადამიანებს ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ევროკავშირზე ისაუბრონ. ისინი დაცილებულები არიან ევროპულ ღირებულებებს და სწორედ ისინი არიან – ანტიევროკავშირი“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები