Logo

ირაკლი კობახიძე – ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი ფული

პოლიტიკა
22.07.2024 / 11:41
Frontnews image description

ის ფაქტი, რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბათუმში პარტია ლელოსა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების გასვლით შეხვედრას ეხებოდა.

 

მისი თქმით, ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი, დამალული ფული.

 

“პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს  გამჭვირვალე, მით უმეტეს, როდესაც NGO-ების გავლით ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ესეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე. ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი ფული, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები