
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი შეკრებით, საზოგადოებამ დაინახა რეალურად სად არის ხალხის ნამდვილი ძალა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, მათ აქციაზე ენმ-ს აქციასთან შედარებით რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო მისული.
“ნებისმიერი ასეთი საარჩევნო შეკრების ამოცანა არის ძალის დემონსტრირება და დღეს საზოგადოებამ დაინახა რეალურად სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. შედარებებს არ გავაკეთებ, არ არის ეს ალბათ მიზანშეწონილი, თუმცა მე ერთხელ ხატოვნად ვთქვი, რომ დაგვჭირდებოდა იმდენი მძღოლი რამდენიც აქცია ჰყავდათ შეკრებილი “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს და ეს არ იყო მხოლოდ სიტყვის მასალად ნათქვამი. რეალურად ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციისთვის დაგვჭირდა სერიოზული რესურსი და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, ვიდრე ჩვენი ოპონენტების.
მე ციფრს არ ვიტყვი, მაგრამ რამდენჯერმე მეტი იქნა მობილიზებული ჩვენს შეკრებაზე ჩვენს ოპონენტებთან შედარებით. რამდენჯერმე მეტი რამდენია – ჯერ თავისი დათვალონ და შემდეგ დათვალონ შესაბამისად ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა ამ შეკრებაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს