Logo

ირაკლი კობახიძე – ასეთი საბჭოური სტილით საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია, ალბათ, ცნობილი ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ

პოლიტიკა
1020
Frontnews image description

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი, ალბათ ცნობილი ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ლორდთა პალატის წევრის ლორდი დონ ტუიგის განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეეხებოდა.

“რა არის ეს, თუ არა საბჭოური მიდგომა, როცა კაცი, ლორდთა პალატის წევრი, საუბრობს გაკულაკებაზე და ასეთ თემებზე, ეს არის სირცხვილი ევროპისთვის, თან ეს კაცი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ალბათ, ცნობილი ბრიტანელი, ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, როცა ასეთ რამეს ისმენენ ლორდთა პალატის წევრისგან”, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები