ირაკლი კობახიძე - ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს

ავტორი
Front News საქართველო
კულმინაცია იყო, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური პრესსპიკერი გამოვიდა 4 ოქტომბრამდე ცოტა ხნით ადრე და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ აქციას, რომლის ოფიციალური სახელწოდება იყო „მშვიდობიანი დამხობა“, ანუ დამხობის აქტს პირდაპირ გამოუცხადეს მხარდაჭერა უმაღლესი ტრიბუნიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის ძალიან სამწუხარო და ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში.
"ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და დასანანია. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




