Logo

ირაკლი კობახიძე - ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას

პოლიტიკა
241
Frontnews image description

ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში, ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული მოსმენის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მომხსენებლები ლორა თორნტონი და ჯო უილსონი არიან.

მისი თქმით, მიზანი სწორედ ხელის შეშლაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის.

"დადებით მიზნებს რომ არ ემსახურება ეს თავისთავად ფაქტია. ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში. ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას. მე ვფიქრობ, რომ მიზანია სწორედ ხელის შეშლა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები