ირაკლი კობახიძე - ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით


ავტორი
Front News საქართველო
გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ერთ თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისათვის, რომ ეუთო/ოდირის მისია დაკომპლექტებულიყო.
"რაც შეეხება ეუთო/ოდირს, ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადების ამოწურვას. ამის შემდეგ გაიგზავნა ეუთო/ოდირში მოწვევა. ვფიქრობ, ერთ თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისათვის, რომ დაკომპლექტებულიყო მისია. ამას დღეები სჭირდება რეალურად. ზედმეტი ბიუროკრატია ევროპას ვნებს, მაგრამ ერთ თვეში სავსებით შესაძლებელია მისიის დაკომპლექტება, ყველა საკითხის გავლა და მისიის განხორციელება. თუმცა მე მესმის, რომ ეს ყველაფერი იყო სერიოზული გამოწვევა ეუთო/ოდირისთვის, თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს