Logo

ირაკლი კობახიძე - აშენდება, დაახლოებით, 16 000 ბინა, საერთო ფართი  იქნება, დაახლოებით, 1.6 მლნ კვ.მ.

პოლიტიკა
214
Frontnews image description

აშენდება, დაახლოებით, 16 000 ბინა, საერთო ფართი  იქნება, დაახლოებით, 1.6 მლნ კვ.მ., - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მან განმარტა, თუ რა არის უშუალოდ ქვეყნის პირდაპირი და ირიბი სარგებელი Eagle Hills-ის  პროექტიდან.

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ აშენდება, დაახლოებით, 16 000 ბინა, საერთო ფართი  იქნება, დაახლოებით, 1.6 მლნ კვ.მ. უშუალოდ საბინაო სივრცე, აქედან, დაახლოებით, 7 000 ბინა, სახლი აშენდება თბილისში და  9 000 გონიოს ტერიტორიაზე. ასევე, აშენდება სასტუმროები 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრით და დაახლოებით, 700 მლნ დოლარი დაიხარჯება ამ ნაწილში. თქვენც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა ტურისტული ეფექტი ექნება ტურიზმის განვითარებისთვის ამხელა ინვესტიციას, უშუალოდ სასტუმროების მიმართულებით. 

მთლიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება, დაახლოებით, 11 მლრდ ლარი, რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ წელს, პირველად ისტორიაში, გადაცდება ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს. წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით ამის 10%-ზეა საუბარი, რასაც მარტო ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი მოუტანს საქართველოს. საუბარია კოლოსალურ ეკონომიკურ მოგებაზე, რომელსაც ამ პროექტიდან მიიღებს ჩვენი სახელმწიფო“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები