ირაკლი კობახიძე - აშკარაა, რომ მიდიოდა პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა არეულობის გეგმის რეალიზებას ჩვენს ქვეყანაში


ავტორი
Front News საქართველო
მანამდე იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გამოავლინა სუსმა, ახლა არის იარაღის მარაგი, აშკარაა, რომ მიდიოდა პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა არეულობის გეგმის რეალიზებას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცეს და ყველაფერი საბოლოოდ დადგინდეს.
"დანარჩენზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს რომ ჰქონდათ მძიმე გეგმები, ეს უკვე აშკარად იკვეთება გამოძიების მიმდინარეობისას. თუმცა მთავარია, გამოძიებამ ყველაფერი საბოლოოდ დაადგინოს სრული სიცხადით“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს