
ავტორი
Front News საქართველო
არაექსპერტული გადმოსახედიდან მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება, გამოიყენო ის ნიმუშები, რომლებიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ვიღაცას ალტერნატიული ნიმუშების გამოყენება მანიპულაციისთვის და გაყალბებისთვის უნდოდა.
“მგონი, ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს, ეს არის გაყალბება. არ ვიცი, ექსპერტებს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მაგრამ არაექსპერტული გადმოსახედიდან მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება, გამოიყენო ის ნიმუშები, რომლებიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო ექიმების ჩამოსვლა საქართველოში. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარდგენა, რა და რატომ მოხდა. ამას სერიოზული მოკვლევა სჭირდება. აშკარად ვხედავთ, რომ იყო მანიპულაციის მცდელობა. სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, უბრალოდ არ ვიცი. კითხვა უნდა დაისვას და პასუხი გაეცეს. ვნახოთ, როგორი იქნება მათი პასუხი.
მათ გამოიტანეს ნიმუშები ჩვეულებრივი გზით, ნიმუშები სათანადოდ იყო აღებული. არაფერში სჭირდებოდათ დამატებითი ნიმუშები, გარდა ერთი თეორიული ვერსიისა. ეს არის ის, რომ ვიღაცას სჭირდებოდა მანიპულაცია, გაყალბება. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს. არ ვიცი, შეიძლება, რომელიმე ექსპერტმა შემოგთავაზოთ ალტერნატიული ახსნა. ჩემთვის ამას ვერ ექნება ვერავითარი სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ ვიღაცას უნდოდა მანიპულაციისთვის, გაყალბებისთვის ამ ალტერნატიული ნიმუშების გამოყენება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს