
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ირაკლი კობახიძემ გამოთქვა რწმენა, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განმტკიცდება და გაღრმავდება.
“შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ურთიერთობები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და სხვა.
ირაკლი კობახიძემ რობინ დანიგანს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს