Logo

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს სუსი

პოლიტიკა
834
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტერორიზმის შესახებ ანგარიში არის ობიექტური, რაც ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია და ობიექტური.

“ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად არის ობიექტური, რაც ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ქვეყნებს შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ვისარგებლებ შემთხვევით და გრიგოლ ლილუაშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო წარმატებული ხელმძღვანელობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები