
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უზრა ზეიას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებს.
“პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში შემხვედრ ნაბიჯებს და პრაგმატულ, რაციონალურ, სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და პლურალისტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს