ირაკლი კობახიძე – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
“ხაზი გავუსვით ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით სარგებელი მივიღოთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე თავისუფალი, უსაფრთხო და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე