Logo

ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

პოლიტიკა
461
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოლტერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები